სასწავლო პროექტი



                              პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება :გარემოს დაბინძურება.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს გავაცნო საქართველოში არსებული გარემოს მდგომარეობა. ჩაატარონ კვლევა გარემოს დაბინძურების შესახებ და მონახონ პრობლემის გადაჭრის გზები.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან და გაიაზრებენ გარემოში არსებულ პრობლემებს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ:
v  საქართველოში არსებული პრობლემის გაცნობა.
v  ჩაატარონ კვლევა პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე.
v  შეაგროვონ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია და იმსჯელონ პრობლემის  
მოსწავლეთა ასაკი: 15-16  წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, კვლევა-ძიების და პრობლემის გადაჭრის უნარი, თანამშრომლობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. მოსწავლეები შეძლებენ:
v  საქართველოში არსებული პრობლემის გაცნობას.
v  ჩაატარებენ კვლევას პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე.
v  შეაგროვებენ მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და იმსჯელებენ პრობლემის       გადაჭრის გზებზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები. ფოტო/ვიდეო კამერა, პრინტერი, ელ. ენციკლოპედია, ინტერნეტ კავშირი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეებთან ერთად ჩამოვაყალიბებ პროექტის მიმდინარეობის გეგმას, მოვაგვარებ საორგანიზაციო საკითხებს. დავყოფ 2ჯგუფად, აირჩევენ ლიდერს და გაინაწილებენ შესასრულებელ აქტივობებს. გავწერ დროის ჩარჩოს.
    ფილმის ჩვენება, დისკუსია, ბუკლეტების დამზადება და გავრცელება. მოსახლეობაში კვლევის ჩატარება თემაზე ;გარემოს დაბინძურება“. კვლევის შედეგების შეჯამება, სკოლის ტერიტორიის დასუფთავება, სკოლის ეზოში ნარგავების მოვლა და ახალი ნერგების დარგვა, კედლის გაზეთის გამოშვება, ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის მოძიება.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი:
გეო.9.5 მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენური წყაროები. 
ჩამოთვლის საქართველოში ნიადაგის, წყლის, ჰაერის ძირითადი დაბინძურების წყაროებს, აჯგუფებს მათ წარმოშობის მიხედვით და მსჯელობს დაბინძურების კლების შესაძლო გზებზე. კვლევის შედეგებს გამოსახავს სქემის/ცხრილის სახით:
ჩამოთვლის საქართველოში მომუშავე ბუნების დაცვით ორგანიზაციებს და ეცნობა მათი მუშაობის სტრატეგიებს: შეუძლია საჭიროებისამებრ მათ მიმართოს:
თანატოლებთან ერთად ადგენს და შეძლებისდაგვარად ახორციელებს გარემოს დაცვით მარტივ პროექტებს(მიზანი, ამოცანები, გადაჭრის გზები, მოსალოდნელი შედეგები):
პროექტის ხელმძხვანელი: ბელა ბასილიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: basilidze26@gmail.com
პროექტის ვებგვერდი: belabasilidzemeoredone.blogspot.com/




No comments:

Post a Comment

ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

                              ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მისი მეშვეობით შემიძლია უკეთ დავგეგმ...