გაკვეთილის გეგმა


                              შეფასების რუბრიკა
                                გაკვეთილის გეგმა       
მასწავლებლის სახელი გვარი: ბელა ბასილიძე
საგანი: გეოგრაფია
სწავლების საფეხური: საბაზო
მოსწავლეთა რაოდენობა: 13
გაკვეთილის თემა: ბუნების დაცვა და საქართველოს დაცული ტერიტორიები.
გაკვეთილის ტიპი:
წინარე ცოდნა:გები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიების გაცნობა. ეკოლოგიური პრობლემის ამოცნობა ,გამომწვევი მიზეზების დადგენა და გადაჭრის გზების პოვნა.
სტანდარტი: აანალიზებს საქართველოში დაცული ტერიტორიების სხვადასხვა ფორმების არსებობის მნიშვნელობას და რუკის გამოყენებით მსჯელობს მათი განვითარების პერსპექტივებზე.

აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
რესურსი
დრო

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს.



მთელი კლასი

პროექტორი დაფა

2წთ

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ და განმარტონ ტერმინები: ეროვნული პარკი, ნაკრძალი, აღკვეთილი, ბუნების ძეგლი, ბიომრავალფეროვნება. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოწერონ 3 არგუმენტი კითხვაზე: ;რატომ არის საჭირო ბუნების დაცვა.“ მოსწავლეები კითხულობენ თავიანთ პასუხებს.
გაკვეთილის პროვოცირება

მთელი კლასი


თაბახის ფურცელი

5წთ

მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს ჯგუფებად და სთხოვს გაეცნონ სახელმძღვენელოში მოცემულ რუკას, ;საქართველოს დაცული ტერიტორიები“. ტექსტსში მონიშნონ ადგილები რომლებიც ეხება საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, I ჯგუფი, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს II  მეორე ჯგუფი, წითელ წიგნს და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს III ჯგუფი. მათ ტექსტისა და რუკის დახმარებით უნდა უპასუხონ კითხვებს.
I ჯგუფი
რა არის 1.ბიომრავალფეროვნება?
2.რას გულისხმობს მდგრადი განვითარება? 3.რა როლს ასრულებენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და რომელი ასეთი ორგანიზაციის საქმიანობაა მათთვის ცნობილი?
  II ჯგუფი
1.რატომ იქმნება ნაკრძალები, აღკვეთილი, ეროვნული პარკი? 2.აქვთ თუ არა  მათ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა? 3. ჩამოთვალეთ 5 ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც დაცული ტერიტორიების შექმნა-გაფართოებას მოჰყვება.
III ჯგუფისთვის
1.რატომ შეიქმნა წითელი წიგნი? 2.რა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს წითელ წიგნს? 3.გაიხსენეთ 2ობიექტი,რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და მოიფიქრეთ თქვენ რას დაამატებდით და რატომ? 3.რა როლს ასრულებენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები?


ტექსტსა და რუკაზე მუშაობა.









ჯგუფური მუშაობა



სახელმძხვანელო
საქართველოს დაცული ტერიტორიების რუკა













ფლიფჩარტის ქაღალდი მარკერები


20წთ

ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ სამუშაოს.
პრეზენტაცია
ჯგუფის წევრი

15წთ

საშინაო დავალებად მიეცემათ, დანართის გამოყენებით დაადგინონ მათ რაიონში მდებარე რომელიმე დაცული ტერიტორია და მოიძიონ ინფორმაცია მის შესახებ. კონტურულ რუკაზე მათ მიერვე შექმნილი პირობითი ნიშნებით აღნიშნონ საქართველოს ნაკრძალებში დაცული სხვადასხვა ობიექტები.





3წთ















No comments:

Post a Comment

ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

                              ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მისი მეშვეობით შემიძლია უკეთ დავგეგმ...